ტრამპის თქმით, ირანი “ყველაფერზე დათანხმდა” და მათ გამდიდრებულ ურანს აშშ-ში შეიტანენ, ირანში კი ამბობენ, რომ ურანს არსად გაიტანენ – ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ირა­ნი “ყვე­ლა­ფერ­ზე და­თან­ხმდა“, მათ შო­რის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურა­ნის ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნა­ზე.

  • CBS-თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­სა­ლის გა­ტა­ნა არ მო­ი­ცავს ამე­რი­კე­ლი სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და დას­ძი­ნა, რომ აშშ გამ­დიდ­რე­ბულ ურანს „ირა­ნე­ლებ­თან ერ­თად მი­ი­ღებს“.

“ჩა­ვალთ, მათ­თან ერ­თად მი­ვი­ღებთ მას და შემ­დეგ წა­ვი­ღებთ. გვექ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა და ბრძო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა არ იქ­ნე­ბა, რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბა იქ­ნე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, ამის შემ­დეგ ურანს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შე­ი­ტა­ნენ.

ტრამ­პის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ირან­ში თქვეს, რომ ქვეყ­ნის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურა­ნის მა­რაგს არ­სად გა­და­ი­ტა­ნენ.

“ირა­ნის გამ­დიდ­რე­ბულ ურანს არ­სად არ გა­და­ი­ტა­ნენ“, – გა­ნა­ცხა­და ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა ეს­მა­ილ ბა­გა­იმ.

ამას­თან, Reuters -ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბის თა­ნახ­მად, რაც ირა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გან­ცხა­დე­ბას ეყ­რდნო­ბა, ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე უკვე ყვე­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო ხო­მალ­დის­თვის არის ღია, თუმ­ცა თა­ვად ცურ­ვის პრო­ცე­სი ირა­ნის “ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუს­თან“ (IRGC) უნდა იყოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით სამ­შვი­დო­ბო გა­რი­გე­ბის “გა­ნუ­ყო­ფელ“ ნა­წილს ირა­ნუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის განბ­ლოკ­ვაც წარ­მო­ად­გენს.