“პოლიციელების მოქმედება სამარცხვინო იყო” – საპატრულო პოლიციის უფროსმა კიევში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა: ვინ იყო თავდამსხმელი და რა დეტალებია ცნობილი?

უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში 18 აპ­რილს მომ­ხდარ ტე­რაქტს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ხოლო 8 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ქუ­ჩა­ში გახ­სნა ცე­ცხლი, თავ­დამ­სხმე­ლი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

  • მომ­ხდა­რის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ევ­გე­ნი ჟუ­კოვ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. მი­ზე­ზად კი თავ­დას­ხმის ად­გი­ლას გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის “შე­უ­სა­ბა­მო მოქ­მე­დე­ბა” და­ა­სა­ხე­ლა.

“მე, რო­გორც სამ­ხედ­რო ოფი­ცერ­მა გა­დავ­წყვი­ტე წარ­ვად­გი­ნო გან­ცხა­დე­ბა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ. მე ვფიქ­რობ, ეს სა­მარ­თლი­ა­ნია”, – გა­ნა­ცხა­და ჟუ­კოვ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მისი თქმით, ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ქმე­დე­ბა სა­მარ­ცხვი­ნო იყო.

“პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­იქ­ცნენ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და ოფიც­რის ღირ­სე­ბას­თან შე­უ­ფე­რებ­ლად.

ისი­ნი მი­ვიდ­ნენ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, სა­დაც უნდა დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, უნდა გა­და­ერ­ჩი­ნათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, თუმ­ცა ისი­ნი ცუ­დად ორი­ენ­ტირ­დნენ და საფრ­თხე­ში და­ტო­ვეს დაჭ­რი­ლე­ბი”, – გა­ნა­ცხა­და ჟუ­კოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჩა­ტარ­დე­ბა შიდა გა­მო­ძი­ე­ბა და რო­გორც ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ასე­ვე მათი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცე­მი­ან.

რა არის ცნო­ბი­ლი თავ­დამ­სხმე­ლის შე­სა­ხებ?

ცნო­ბი­ლია, რომ თავ­დამ­სხმე­ლი იყო 1968 წელს, მოს­კოვ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი დი­მიტ­რი ვა­სილ­ჩენ­კო­ვი. მას ჰქონ­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ომამ­დე პე­რი­ოდ­ში დო­ნეც­კის ოლ­ქში, ბახ­მუ­ტში ცხოვ­რობ­და. ის და­კა­ვე­ბის დროს მოკ­ლეს

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა შტურ­მით აიღო მა­ღა­ზია, რო­მელ­შიც თავ­დამ­სხმე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და და მძევ­ლად ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მან და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნა.