როგორია ბინების ფასი საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში

კერძოდ, კვლევის თანახმად, მოსკოვის ცენტრში 1 კვ.მ ბინის საშუალო ფასი 11 664 დოლარია, ერევანში – 3 146 დოლარი, თბილისში – 2 473 დოლარი, ბაქოში – 2 280 დოლარი, ხოლო ანკარაში – 1 622 დოლარი.

ქალაქები, სადაც ბინები ყველაზე ძვირია

აღსანიშნავია, რომ იმ ქალაქებს შორის, სადაც საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირია, შვეიცარიის ქალაქები ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, 10 ქალაქი ბინების სიძვირით, ასე გამოყურება:

  • ცუგი, შვეიცარია – 32 809 დოლარი;
  • ჰონგ-კონგი, ჩინეთი – 25 266 დოლარი;
  • ციურიხი, შვეიცარია – 25 141 დოლარი;
  • სინგაპური – 23 671 დოლარი;
  • ჟენევა, შვეიცარია – 23 087 დოლარი;
  • თელ-ავივი, ისრაელი – 22 608 დოლარი;
  • იერუსალიმი – 20 675 დოლარი;
  • ლუცერნი, შვეიცარია – 20 544 დოლარი;
  • ლოზანა, შვეიცარია – 19 796 დოლარი;
  • ნიუ-იორკი, აშშ – 19 711 დოლარი.