ვლადიმირ პუტინი: დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება

ვლადიმირ პუტინმა რუსეთს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების წარმატებისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ შეადარა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მეორე მსოფლიო ომს.

„დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩვენი მცველებისთვის, მაგრამ ისინი არ აკეთებდნენ მხოლოდ ტანკებს, თვითმფრინავებს და ჭურვებს. ბავშვები, ბებიები, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე ამანათებს და საჩუქრებს. აი, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება. ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.