კირიენკოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომში 44 ქვეყანაა ჩართული

„დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ ომში, ჩართულია 44 ქვეყანა, მთელი ნატოს ბლოკი. ეს არის ომი, “ცხელი” ომი სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში, ასევე ეკონომიკური ომი, მაგრამ, შესაძლოა, ყველაზე რთული – ინფორმაციული ან იდეოლოგიური ომია“, – განუცხადა კირიენკომ ჟურნალისტებს მოსკოვში გამართულ ფედერალურ საგანმანათლებლო მარათონზე „ცოდნა. პირველი“.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, რომ რუსეთის დაპყრობა გარედან შეუძლებელია; მისი დაყოფა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება. ამიტომ, რუსეთის მტრები ცდილობენ მის რელიგიური, ეროვნული და სხვა ნიშნით გახლეჩას, ურთიერთდაპირისპირებას.