კვლევის მიხედვით, საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერაა – რა წერია ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ის სტატიაში

2026 წლის 27 აპ­რილს, აშშ-ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ჟურ­ნალ­ში (PNAS) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­ხელ­წო­დე­ბით “An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus “, ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო პუ­რის ხორ­ბლის (Triticum aestivum) წარ­მო­შო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და დღე­ი­სათ­ვის დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი კე­რაა – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი აქ­ვეყ­ნებს.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1 მა­ისს, 14:00 სა­ათ­ზე, ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პუ­რის ხორ­ბლის წარ­მო­შო­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნალ PNAS-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას”

“სტა­ტია ეყ­რდნო­ბა აკა­დე­მი­კოს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ კვლე­ვას, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­დაჭ­რილ და შუ­ლა­ვე­რის გო­რებ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ 8 000 წლის წი­ნან­დელ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლა­სა და პა­ლე­ო­ეთ­ნო­ბო­ტა­ნი­კო­სის პრო­ფე­სორ ნანა რუ­სიშ­ვი­ლის მრა­ვალ­წლი­ან სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს.

ის­რა­ე­ლის ვა­ის­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტში რა­დი­ო­კარ­ბო­ნუ­ლი მე­თო­დით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და­თა­რი­ღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­დას­ტურ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ო­ლი­თურ ნა­მო­სახ­ლა­რებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი მა­სა­ლა პუ­რის ხორ­ბლის არ­სე­ბო­ბის მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლეს, დღემ­დე ცნო­ბილ ფი­ზი­კურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტორ­თა შო­რის არი­ან ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი: მინ­დია ჯა­ლა­ბა­ძე, ინგა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლი, მა­რი­ნე მო­სუ­ლიშ­ვი­ლი, ნანა მე­ლა­ძე, და­ვით მაღ­რა­ძე, ელი­ზა­ბე­ტა ბო­ა­რე­ტო და სტი­ვენ ბა­ტი­უ­კი

.სა­ერ­თა­შო­რი­სო მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტის „ღვი­ნი­სა და ვა­ზის კვლე­ვა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია“ – ფარ­გლებ­ში, ტო­რონ­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ვა­ის­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ეროვ­ნუ­ლი მუ­ზუ­მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.