ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს ორ შვილს და ბელარუსის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ხელი მო­ა­წე­რა ახალ სან­ქცი­ებს, მათ შო­რის ბე­ლა­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, – ამის შე­სა­ხებ ზე­ლენ­სკიმ თა­ვად გა­ნა­ცხა­და.

“ხელი მო­ვა­წე­რე უკ­რა­ი­ნის სან­ქცი­ე­ბის კი­დევ ერთ პა­კეტს – მნიშ­ვნე­ლო­ვანს – რომ­ლის სა­მიზ­ნეც ბე­ლა­რუ­სუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია. ეს ჩვე­ნი მრა­ვა­ლი პარტნი­ო­რის­თვის სიგ­ნა­ლია იმის შე­სა­ხებ, თუ სად უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ზე­წო­ლა ამ ომის მას­შტა­ბი­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ბე­ლა­რუ­სი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში არ უნდა ჩა­ერ­თოს.

  • “ბე­ლა­რუ­სი ამ ომში არ უნდა ჩა­ით­რი­ონ. სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცი­ე­ბი არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ეს ომი ღირ­სე­უ­ლი მშვი­დო­ბით უნდა დას­რულ­დეს,“ – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სან­ქცი­ე­ბის სია მო­ი­ცავს ბე­ლა­რუ­სის 16 მო­ქა­ლა­ქეს და 11 ორ­გა­ნა­ზა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ას მხარ­და­ჭე­რას უწე­ვენ.

და­სან­ქცი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არი­ან ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს შვი­ლე­ბი, ვიქ­ტორ და დი­მიტ­რი ლუ­კა­შენ­კო­ე­ბი. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტში, ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის მი­წო­დე­ბა­სა და ბე­ლა­რუ­სის გავ­ლით რე­ექ­სპორ­ტში.