ჯაშუშობის ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავეს (ვიდეო)

ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის დროს გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, დაკავებული საჯარო მოხელეა.