“სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, იუკნევიჩიანე, რომელიც ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, რეზოლუციის ავტორია – ევროპარლამენტი თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა” – აცხადებს პარლამენტის თავ-რე შალვა პაპუაშვილი.

შალვას აშკარად აერია ერთმანეთში ფაშიზმი და ფაშიზმის დამმარცხებელი საბჭოთა კავშირი.
დასმულ შეკითხვაზე, პარლამენტის თავ.-რემ ჟურნალისტს უთხრა:
„რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ მორიგ მტრულ ანგარიშს, თუ რეზოლუციას, რაც მზადდება, ამაში ახალი არაფერია. კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტი, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე. თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა. რაც გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ საბჭოთა მოქალაქეებს ევროპარლამენტის რიგებში, საბჭოთა ნომენკლატურის თუ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან მოკალათებულები. ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ზოგი ქვეყნის წარმომადგენელს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი იღებს დღეს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს.
ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი არის იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია. რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ადამიანი, იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, ამ რეზოლუციის ავტორია” – ამბობს პაპუაშვილი.
და მაინც, იუკნევიჩიანე თუ რა ჯანდაბაცაა, ფაშისტური განცხადებებით თუ გამოირჩევა, რატომ მაინცდამაინც “მოსკოვის საკავშირო ყრილობა” აგონდება, დარწმუნებული ვარ, კაგებეშნიკთა შთამომავალ პაპუაშვილს, რომელიც თავად სოროსის ფონდის დაკვეთებს ასრულებდა დამოუკიდებელ საქართველოში? რათა, შალვა, რათა?!
