სტადიონი სრულად გადაიხურება, მოიხსნება ღობეები, მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგი – როგორი იქნება განახლებული „დინამო არენა“? (+ფოტოები)

dinamo-arena6-1778054064.png

პროექტის მიხედვით, 800 ავტომობილზე გათვლილი ერთდონიანი ავტოსადგომი მთლიანად მიწისქვეშ არის გადატანილი, რაც ზედაპირს მანქანებისგან ათავისუფლებს. რაც შეეხება მიწისზედა სართულს, ის სრულად გამოყოფილია საზოგადოებრივი და კომერციული ფუნქციებისთვის – სტადიონი, მუზეუმი, კლუბი, საცალო ვაჭრობა, კინოთეატრი და სხვა.

dinamo-arena2-1778053999.png

ამასთან, მომზადებული პირველადი პროექტის მიხედვით, ასევე იგეგმება:

  • სარბენი ბილიკის დემონტაჟი {რაც სავარაუდოდ, შესაძლებელს გახდის მაყურებელი სტადიონთან უფრო ახლოს იყოს},
  • პირველი იარუსის დიზაინის სრული შეცვლა,
  • ახალი იარუსის შექმნა ოპტიმალური ხედვის არეალის შენარჩუნებით,
  • მოედნის დონეზე დამატებითი შესასვლელების დამატება,
  • არსებული მეორე იარუსის, საევაკუაციო აივნის და სტრუქტურული სახურავის სისტემის შენარჩუნება,
  • სახურავის საფარის რეკონსტრუქცია დასაჯდომი ადგილების 100%-ის დასაფარად,
  • ახალი პირველი იარუსის ქვეშ სივრცეების განვითარება სპორტული, ადმინისტრაციული და ოპერაციული მიზნებისთვის.

dinamo-arena5-1778054032.png

ასევე, მომზადებული პროექტიდან ცნობილი ხდება, რომ ფეხით მოსიარულეთა გამტარიანობისთვის იგეგმება ღობეების მოხსნა,

შეგახსენებთ, რომ „დინამო არენას“ რეკოსნტრუქცია/რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში გავრცელდა.

dinamo-arena3-1778054010.png

dinamo-arena4-1778054048.png