მოსკოვში გამარჯვების აღლუმი ბრწყინვალედ ჩატარდა

რუსეთის დედაქალაქმა მოსკოვმა კიდევ ერთხელ ჩაატარა დიდი სამხედრო აღლუმი, ფაშისტურ გერმანიასა და ევროპულ ფაშისტურ კოალიციაზე გამარჯვების დღესთან, 9 მაისთან , დაკავშირებით.

აღლუმი პრეზიდენტმა პუტინმა ჩაიბარა. ტრიბუნაზე, ომის უხუცეს ვეტერანებთან ერთად, იყვნენ პუტინის სტუმრები: ყაზახეთის, ბელორუსიის, უზბეკეთის პრეზიდენტები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული ერთეულების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურები.