არასოდეს გავსულვარ 26 მაისის ღონისძიებაზე; მოკლედ ავხსნი, რატომ

არასოდეს გავსულვარ 26 მაისის ღონისძიებაზე, რადგან ყველაზე მეტად სიყალბეს ვერ ვიტან. მოკლედ ავხსნი:

1. ცნება დამოუკიდებლობა უკვე ყალბია: საქართველო წარმოადგენს გეოპოლიტიკის ობიექტს, უბრალო ტერიტორიას, რომელზეც დიდი მოთამაშეები საკუთარი ძალის პროექციას უპრობლემოდ აღწევენ

2. თარიღი ყალბია: 1918 წლის 26 მაისს საქართველოს არ მიუღია დამოუკიდებლობა რუსეთისგან. რუსეთის იმპერია მაგ დროს უკვე დაშლილი იყო და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ამიერკავკასიის სეიმისგან, გერმანელების ზეწოლით — ინგლისურ-ფრანგული ალიანსის საწინააღმდეგოდ

3. შინაარსი ყალბია: საზეიმოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. მოსახლეობა გახიზნული, დაბერებული და ნიჰილიზმში გადავარდნილი. ტერიტორიები დაკარგული. არ გვყავს მოკავშირე, არ შეგვიძლია თავდაცვა, ეკონომიკა გადმორიცხვებზე დგას, ახალგაზრდობა ან ნარკომანიაშია ჩაფლული ან თამაშზეა დამოკიდებული. თითქმის 40 წლიანი «დამოუკიდებლობის» მანძილზე ვერ შევქმენით მაღალი კულტურა: კინო — 0, თეატრი — 0, ლიტერატურა -0, მეცნიერება — 0.

ჰოდა, გამაგებინეთ ვინმემ, რას ვზეიმობთ? იმის დემონსტრირებას, რომ დროში გამოვიცადეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სახელმწიფოს ქონა არ შეგვძლებია?

 

გიორგი ხარიბეგაშვილი