აღმოსავლეთის მაღალგანვითარებული სახელმწიფო იაპონია, დასავლეთის პოლიტიკურ ორბიტაზე იმყოფება და რადიკალურ ანტირუსულ სანქციებს თავიდანვე, 2022 წელს, შეუერთდა. მაგრამ ყველაფერი ისე მიდის, რომ იაპონია რუსეთს გვერდს ვერ აუვლის.

იაპონიის ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების დელეგაცია რუსეთში ჩავიდა. ამასთან დაკავშირებით, Mail News-ი პოლიტოლოგსა და იაპონოლოგ მიხაილ ლოენკოს ესაუბრა, თუ რა შეიძლება, იყოს იაპონელების ვიზიტის მიზანი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთში ჩავიდნენ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სავაჭრო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი კაცუიოში არაი და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული საქმეთა ბიუროს მრჩეველი მაკოტო იშიკავა. აღინიშნა, რომ იაპონიის დელეგაცია იაპონური კომპანიების აქტივების დაცვას განიხილავს.
ექსპერტ ლოენკოს აზრით, ბოლო დროს, ტოკიოს მოსკოვის მიმართ პოზიციაში გარკვეული დადებითი ცვლილებები შეინიშნება. თუმცა, ის ხაზს უსვამს, რომ ეს ცვლილებები წმინდა პრაგმატული ხასიათისაა.
ლოენკოს თქმით, დისკუსია, სავარაუდოდ, არ ამოიწურება მხოლოდ იაპონური აქტივების შენარჩუნების თემით; შეხვედრის მონაწილეებმა, შესაძლოა, თევზჭერის საკითხებიც განიხილონ, ხოლო დღის წესრიგში მთავარი თემა იყოს რუსეთის ენერგორესურსები.
აშშ-სა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომმა აჩვენა, რომ იაპონიას არ შეუძლია უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოება ამჟამინდელ პირობებში: მისი ნავთობის იმპორტის 54% საუდის არაბეთე, ხოლო 34% — არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე მოდის. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო კი, ეს მოწოდება შეფერხებულია. ენერგომომარაგება ამჟამად იაპონიისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
