მსოფლიოში ყველის ფასი ყველაზე მაღალი შვეიცარიაშია, ყველაზე დაბალი კი — ეგვიპტეში. ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს 2026 წლის განახლებული მონაცემებიდან.
კერძოდ, მარკეტებში 1 კგ ადგილობრივი ყველის საშუალო ფასი შვეიცარიაში 27.4 დოლარს შეადგენს, ხოლო ეგვიპტეში — 3.46 დოლარს.
5 ქვეყანა, სადაც ადგილობრივი ყველი ყველაზე ძვირი ღირს, ასე გამოიყურება:
- შვეიცარია — 27.4 დოლარი;
- ჰონგ-კონგი — 22.43 დოლარი;
- ლუქსემბურგი — 21.39 დოლარი;
- საფრანგეთი — 20 დოლარი;
- ავსტრია — 20 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც ყველის ფასი მარკეტებში შედარებით დაბალია, ასეთია:
- ეგვიპტე — 3.46 დოლარი;
- ირანი — 3.94 დოლარი;
- აზერბაიჯანი — 4.32 დოლარი;
- ნიგერია — 4.58 დოლარი;
- ინდოეთი — 4.6 დოლარი.
რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
რაც შეეხება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის ყველის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი რუსეთშია, ყველაზე დაბალი კი — აზერბაიჯანში. კერძოდ, რეიტინგში რუსეთი 26-ე ადგილს იკავებს, სადაც 1 კგ ადგილობრივი ყველის საშუალო ფასი 12.8 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანი 99-ე ადგილზეა 4.32 დოლარით.
კვლევის მიხედვით, საქართველო რეიტინგში 80-ე ადგილს იკავებს. საქართველოში მარკეტებში 1 კგ ადგილობრივი ყველის საშუალო ფასი 7.9 დოლარს შეადგენს.
საქართველოზე იაფია ყველი სომხეთში — 7.79 დოლარი (82-ე ადგილი), ხოლო უფრო ძვირია თურქეთში — 9.34 დოლარი (63-ე ადგილი).

