დიდი ბრიტანეთი, „ევროპის ბოროტი და ცინიკური გენიოსი“, თავის ევროპელ პარტნიორებს რუსეთთან შეტაკებისკენ უბიძგებს, — ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ბრიტანეთი დესტრუქციულ როლს თამაშობს.
„როგორც ორივე მსოფლიო ომის წინა დღეს, ლონდონი ფაქტობრივად უბიძგებს თავის კონტინენტურ მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“, — აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი.
