მედიის ცნობით, ბელფასტში მიგრანტების წინააღმდეგ მასობრივი არეულობები და პროტესტები დაიწყო

არეულობა ადგილობრივ მცხოვრებზე თავდასხმამ გამოიწვია, რაშიც სუდანელ მამაკაცს ადანაშაულებენ. მან მამაკაცი მიწაზე დააგდო, ზემოდან მოექცა და ყელში დაჭრა. მას შემდეგ, რაც ინციდენტის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, პროტესტანტები ქუჩებში გამოვიდნენ.

დემონსტრანტები ბლოკავენ გზებს, ანთებენ მანქანებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს და თავს ესხმიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების კუთვნილ სახლებსა და ბიზნესებს.

ხელისუფლებამ ქალაქში დამატებითი პოლიციური ძალები განათავსა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვის და ის პატიმრობაში იმყოფება.