აფეთქება მონაკოში: ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქეა

მონაკოში იძებნება ქალი, რომელიც უკრაინელი ოლიგარქის, ვადიმ იერმოლაევის სახლის წინ მომხდარი აფეთქების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი 3 ივლისს მოხდა, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც დაშავდნენ იერმოლაევი, მისი პარტნიორი ანა ნასობინა და მათი 13 წლის ვაჟი.

 

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილია 39 წლის უკრაინის მოქალაქე ანასტასია ბერეზოვსკაია, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ის პერიოდულად იცვლის გარეგნობას, იცვამს კაცის ტანსაცმელს და მარჯვენა მკლავზე ტატუ აქვს. საფეთქებელ მოწყობილობას შრაფნელი ჰქონდა ჩადებული, რამაც მსხვერპლს სერიოზული დაზიანებები მიაყენა. ანა ნასობინას ორივე ფეხი და ერთი ხელი მოაჭრეს, და ექიმები მის სიცოცხლეს კვლავაც იბრძვიან.

გარდა ამისა, მინის ნამსხვრევებით ორი გამვლელი დაშავდა. მონაკოში ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება იშვიათია და ამ ინციდენტმა შოკი გამოიწვია სამთავროში, რომელიც თავისი უსაფრთხოებითა და სიმშვიდით არის ცნობილი.