გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის დაგეგმილი რეკორდული დავალიანება «ნორმალურია».

კლინგბაილის თქმით, გერმანიამ უნდა შეავსოს ის ხარვეზი, რომელიც შეიარაღების სფეროში ბოლო 20 წლის განმავლობაში დაუგროვდა. მან ასევე აღიარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების არსებობა და ისინი ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტს დაუკავშირა.
გერმანიის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანთან დაწყებულმა ომმა «შეამცირა იმედები» ეკონომიკური ზრდის მიმართ და რომ ეს ის საკითხია, რომელსაც ქვეყანამ უნდა გაუმკლავდეს.
