ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე სარაკეტო იერიშები განაახლა

Axios-ის ვებგვერდის თანახმად, ირანის სამხედროებმა ორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებს ორი რაკეტა ესროლეს. ინციდენტი 6 ივლისს მოხდა და შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან საპასუხო ქმედებას გამოიწვიოს.

 

ჟურნალისტ ბარაკ რავიდის თანახმად, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (ირგკ) გემებს იერიში დაარტყა აშშ-სა და ირანს შორის რეგიონში თავდასხმების შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადით დადებული შეთანხმების ამოწურვის შემდეგ. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ თავდასხმების განახლებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არსებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ვაშინგტონი განიხილავს ირანულ სამიზნეებზე საპასუხო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას, რამაც შეიძლება რეგიონში დაძაბულობა გაზარდოს.