ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოქმედ პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება მისცა. ეს შესაძლებელი გახდა შეცვლილი კონსტიტუციის წყალობით, რომელიც 15 მარტის რეფერენდუმის შემდეგ, 1 ივლისს შევიდა ძალაში.

პრეზიდენტმა ტოკაევმა საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა, გაერკვია, შეეძლოთ თუ არა იმ პირებს, რომლებიც თანამდებობას 1995 წლის ძველი კონსტიტუციის საფუძველზე იკავებდნენ, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ იმავე თანამდებობებზე არჩევა ან დანიშვნა. სასამართლომ გამოსცა ოფიციალური განმარტება, რომლითაც დაადასტურა, რომ ასეთი პირები შესაძლოა აირჩნენ ან დაინიშნონ შესაბამის თანამდებობებზე და ეს ჩაითვლება მათ პირველ არჩევნად ან დანიშვნად.
ადრე ტოკაევმა კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომლითაც საპრეზიდენტო ვადის ხუთი წლიდან შვიდ წლამდე გაზრდა მოხდა. ასევე, შემოვიდა დებულება, რომლის თანახმადაც ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად ერთზე მეტჯერ ვერ აირჩევა.
