ჩინეთში გემზე გაჩენილმა ხანძარმა 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

10 სექტემბერს, ჩინეთში, ქინდაოს ბეიჰაის გემთმშენებლობის ქარხანაში, სატვირთო გემზე, რომელიც ტექნიკურ მომსახურებას გადიოდა, ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის დროს გემზე 42 ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

42-დან 12 ადამიანი ევაკუირებული იქნა, ხუთი კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად 25 ადამიანის დაკარგვის შესახებ იტყობინებოდნენ.

CCTV-ის ინფორმაციით, 17:30 საათისთვის დაკარგულთაგან 20 იპოვეს, თუმცა არცერთ მათგანს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა.