პოლონეთის პრეზიდენტმა ტუსკი დაადანაშაულა ომის საფრთხის გამოყენებაში დაშინების მიზნით

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკი პოლიტიკური მიზნებით მოქალაქეების რუსეთთან ომის საფრთხით დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა.

 

ნავროცკიმ ტუსკის ქმედებებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის პოლონელებს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გასაძლიერებლად აშინებდა. გაზეთ «Rzeczpospolita»-სთან ინტერვიუში პოლონელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტუსკის განცხადებებმა რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისა და ნატოს გარანტიებისადმი მისი ეჭვებით, დააზიანა ვარშავის რეპუტაცია და შეარყია მისი ავტორიტეტი მოკავშირეებში.

გარდა ამისა, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხის რეალური შეფასება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ შეცვლილა. თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა პრეზიდენტს მისი გულწრფელობისთვის ირონიულად «მადლობა» გადაუხადა.