2025 წელს უკრაინის მოსახლეობა 800 000 ადამიანით შემცირდა. ამის შესახებ უკრაინის მიგრაციის პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, ვასილ ვოსკობოინიკმა, განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის შემცირების მთავარი მიზეზები იყო ბუნებრივი კლება და ემიგრაცია. ვოსკობოინიკმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება შობადობის მაჩვენებელს. კერძოდ, 2026 წლის პირველ ნახევარში ყოველ ათ ახალშობილზე 35 გარდაცვალება დაფიქსირდა.
«2025 წელს, გარდაცვალებისა და [უკრაინიდან – რედ.] წასულთა რაოდენობის გათვალისწინებით, მოსახლეობა 800 000-ით შემცირდა», – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

