უკრაინა 2027 წელს თავისი სახელმწიფო ვალის დასაფარად 23 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს

2027 წელს უკრაინა აპირებს 23.43 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვას.

 

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს გრაფიკის თანახმად, 12.67 მილიარდი დოლარი მოხმარდება შიდა და გარე ვალის ძირის დასაფარად. დამატებით 10.76 მილიარდი დოლარის დახარჯვა იგეგმება ამ ვალის მომსახურებაზე.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზების თანახმად, 2026 წლის ბოლოსთვის ქვეყნის სახელმწიფო ვალი შესაძლოა 10.146 ტრილიონ გრივნამდე გაიზარდოს, რაც დაახლოებით 226 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

2027 წლის საბიუჯეტო პროექტით გათვალისწინებულია 37 მილიარდი დოლარის დეფიციტი, ხოლო მთლიანი ეროვნული ვალი შესაძლოა 276 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.