დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობასა და განათლების სამინისტროს, თავს დაესხნენ ბანკებსა და მერიას და პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ქვემეხები გამოიყენეს.
სულ მცირე 51 პოლიციელი დაშავდა და 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პროტესტი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და უმუშევრობის გამო დაიწყო, მაგრამ მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
