ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) გააფრთხილა, რომ ევროკავშირის საცავებში გაზის მარაგები 2027 წლის მარტის ბოლოსთვის შესაძლოა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცეს.
სააგენტოს თანახმად, არახელსაყრელ პირობებში – როგორიცაა ჰორმუზის სრუტის გავლით თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება და დაბალი ტემპერატურა – მარაგების დონე ტექნიკური სიმძლავრის 10 პროცენტზე დაბლა დაეცემა. ამას თან დაერთვება გაზზე გაზრდილი მოთხოვნა გრილი ამინდისა და განახლებადი ენერგიის წარმოების შემცირების გამო.
IEA-ს ანგარიშის თანახმად, მარაგები შესაძლოა 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდეს, რაც მათი ტევადობის მხოლოდ 7 პროცენტს შეადგენს. შენახვის ამ დონეზე საცავებიდან გაზის ამოღების შესაძლებლობა მცირდება, რაც ბაზარს ყინვიანი პერიოდების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. ევროპას 2027 წლის ზაფხულში საცავებში შეტანილი გაზის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდა მოუწევს.
სააგენტოს გათვლებით, 2027 წლის 1 ნოემბრამდე ევროკომისიის მიზნების მისაღწევად, მიწისქვეშა საცავებში 83 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის შეტანა გახდება საჭირო.

