რომ ამოვიჩემეთ, ფრჩხილებს რატომ არ იჭრისო, გავარკვიე ეგ ამბავი!
არწივი რომ ბერდება, ნისკარტი ძალიან ეღუნება და ბრჭყალებიც შიგნით ეზრდება.
შესაბამისად, ვეღარც ნადირობს და მშიერია!
ჩვენი მანიაკივით!
არწივი, შიმშილით რომ არ მოკვდეს, ნისკარტს იმდენ ხანს ურტყამს ქვას, სანამ არ მოსძვრება. შემდეგ ახალი ნისკარტით იმ ჩაზრდილ ბრჭყალებსაც მოიგლეჯს და როცა ახალი გამაგრდება, ნადირობას განაგრძობს.
ჰოდა, ეს მანიაკი ასეა, ნისკარტის გამაგრებას ელოდება, რომ ფრჩხილები დაიგლიჯოს!
აბა, თქვენ რა გგონიათ, ტყუილად ვარდებოდა საწოლიდან?!
ნისკარტის მოსაძრობად სჭირდებოდა ეგ გადმოვარდნა!
ახალი ნისკარტით და ახალი ბრჭყალებით უარესებს იზამს!
მანამდე თუ არ დაავიწყდა, ვინ არის და რისთვის სჭირდებოდა ნისკარტი და ბრჭყალები, რასაკვირველია!
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი