დავით მაღრაძე “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ეს არის ცინიზმი, ანა დოლიძე არის ერთ-ერთი, რომელიც თავდადებულად იბრძოდა სამართლიანობისთვის და რა თქმა უნდა, მათი სამიზნე ყოველთვის იყო და რჩება – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. საქმე ეხება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას პრეზიდენტისადმი, საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მძიმე წარსულითა და რეპუტაციით ცნობილი მოსამართლეები შეკრიბა და შესთავაზა საქართველოს ხვალინდელ დღეს.

„ეს ხალხი ყველა მახსოვს იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ჰყავთ გასამართლებული. ჩვენ, ვინც ვიბრძოდით ერთად სამართლიანობისთვის, აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, მებრძოლ ხალხს ასამართლებდნენ და პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების. ეს ხალხი მოკრიბეს და შესთავაზეს ქართულ სამართალს. ცინიზმი და ბედუკუღმართობა ისაა, რომ ეს ხალხი ამას ბედავს. თავის არსებობას პრობლემად არ მიიჩნევენ და ანა დოლიძის არსებობა მიაჩნიათ იუსტიციის საბჭოში პრობლემად,“ – განაცხადა მაღრაძემ.