გია ვოლსკი – პოდოლიაკის შეფასებები არის ძალიან უტიფარი.
– “პოდოლიაკის გამოთქმა არის უტიფარი, ეს შეფასებები. იგი თუ იმის მერე ვერ მიხვდა, თუ ვისკენ არის საქართველო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო რუსეთის მიმართ, მათ შორის ტრიბუნალისადმი მიმართვა, მათ შორის რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, იგი ან უტიფრად აგრძელებს ნაცმოძრაობის პოლიტიკას, რაც ასევე არ არის გასაკვირი, ან პრაქტიკულად საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავს უკრაინის გარშემო, საერთოდ რეგიონში რა ხდება”
– თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობაზე ისაუბრა. პოდოლიაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან ისინი “სხვა რეალობაში არიან”.
წყარო: tv2.ge