საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი გახდა. კონკურსში ის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ტყეშელაშვილს საბჭოს 15-ვე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება.
თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საბჭო ირჩევს. თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.
წყარო: itv.ge