საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.