COVID-19-ის პირველი შემთხვევებიდან დღემდე, ალდაგმა მომხმარებლებს 4 მილიონი ლარის ღირებულების ზარალი დისტანციურად აუნაზღაურა.
ალდაგის დისტანციური სერვისებით სულ 5000-მდე ადამიანმა ისარგებლა და 1500-მდე ზარალი ასევე დისტანციურად დარეგულირდა.
პანდემიის დაწყებისთანავე ალდაგმა დისტანციური მომსახურება სრულად გააციფრულა. ის იყო პირველი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც გაციფრულების პროცეში მონაცემთა სრული გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიები გამოიყენა და მომსახურების პროცესში კლიენტის იდენტიფიცირებისთვის ხელოვნური ინტელექტი ჩართო.
დისტანციური წვდომა ალდაგის ყველა პროდუქტსა და სერვისზე გავრცელდა, რის შედეგადაც ჯამურად 6500-მდე ადამიანმა ისარგებლა, როგორც ახალი პროდუტების შესაძენად, ისე თანხის ასანაზღაურებლად.
“ვამაყობთ, რომ ერთადერთი კომპანია ვართ სექტორში, ვინც ეს მოახერხა. შედეგად გვაქვს ნებისმიერი სადაზღვევო პოლისის ონლაინ შეძენის შესაძლებლობა, თან ისე რომ მონაცემების მიმოცვლა ხდება დაცულად, ბლოკჩეინ სისტემის დახმარებით. ხოლო ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ელექტრონული პოლისის აღების პროცესი გახდა უფრო მოქნილი, სწრაფი და უსაფრთხო”, – ამბობს ალდაგის სტრატეგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა ჩაჩხუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ალდაგი წელს 30 წლის გახდა. დღეს მის პორტფელშია 100,000 მდე დაზღვეული კლიენტი როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სექტორში. 30 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხა 320 მილიონ ლარს შეადგენს.
“ონ.ჯი”