ალიევი – ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ ან ტერიტორია დატოვონ.
ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ ან შეუძლიათ ტერიტორია დატოვონ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
პრეზიდენტის თქმით, ვისაც სურს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის დროშის ქვეშ ცხოვრება, შეიქმნება პირობები და აზერბაიჯანის მოქალაქეების მსგავსად, მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება.
– „ვისაც არ უნდა, ჩვენი მოქალაქე გახდეს, გზა ხსნილია. მათ შეუძლიათ, თვითონ წავიდნენ, არავინ შეუშლის ხელს. შეუძლიათ, წავიდნენ რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანებით. შეუძლიათ, ავტობუსით წავიდნენ“ – განაცხადა ალიევმა.
წყარო: alt-info.ge