ევროკავშირის მოქალაქეების 45% ცხოვრების პირობების გაუარესებით უკმაყოფილოა.
– „ევროკავშირის მოქალაქეების 45% აცხადებს, რომ მათი ცხოვრების პირობები გაუარესდა“ – ნათქვამია ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში.
გამოკითხულთა 93% პროდუქტებისა და ენერგორესურსების გაძვირებით არის შეშფოთებული.
ცხოვრების პირობების გაუარესების გამო, ყველაზე მეტად შეშფოთებული აღმოჩნდნენ კვიპროსელები (70%), ბერძნები (66%), მალტელები (65%) და პორტუგალიელები (57%).
ევროპელების 56% უკმაყოფილებას გამოთქვამს ცხოვრების პირობების გაუარესებისა და ფასების ზრდის დასაძლევად ევროკავშირის მიერ გადადმგული ნაბიჯების გამო.
ევროკავშირის მოქალაქეებს შორის არანაკლებ შეშფოთებას იწვევს სიღარიბე და სოციალური უთანასწორობის ზრდა (83%), კლიმატის ცვლილებები (81%) და უკრაინის ომის გავრცელების საფრთხე (81%).
ევროპარლამენტის მიერ ჩატარებული კვლევაში 26 000 ადამიანი გამოკითხა, 27 ქვეყანაში.
წყარო: tv7.ge