ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინსა და ანდრეი აქსიონოვს რადამ დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა

უყრაინის უმაღლესმა რადამ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ ოთხ სახალხო დეპუტატს – ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინსა და ანდრეი აქსიონოვს უფლებამოსილება შეუჩერა.

მანდატების ჩამორთმევის გადაწყვეტილების საფუძველი ოთხი დეპუტატისთვის უყრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა გახდა. რაც შეეხება ანდრეი აქსიონოვს, მან დეპუტატის მანდატზე ნებაყოფლობით თქვა უარი.

10 იანვარს უყრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელ დეპუტატებს – ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. მისი თქმით, აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უყრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა.