უყრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უყრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვა არც უყრაინის და არც ბელარუსის ამოცანა არ არის, ეს რუსეთის ამოცანაა.
უყრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბელარუსის ადგილი ცივილიზებული ქვეყნების რუკაზე მომავალში სწორედ უყრაინის ომში ჩართვაზე იქნება დამოკიდებული.
„ყოველ შემთხვევაში, მეზობლები ვართ. ასეა თუ ისე, ბელარუსი გავლენას მოახდენს ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკაზე. ეს ქვეყანა ჩვენი და პოლონეთის მეზობელია, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და პოლონეთისთვის. ეს ასევე ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენს რეგიონში და უსაფრთხოების გარანტიებს მთელ ევროპაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.