ქალბატონი გიულის ინტერესის სფეროში რატომ და როგორ აღმოვჩნდით, ეს მას უნდა ვკითხოთ. აქ ყველაზე კომიკურია, თურმე როგორი მნიშვნელობა ჰქონია „ქართული ოცნებისთვის“ ქალბატონი გიულის სიტყვას და შეფასებას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ყველასთვის ცნობილი არის, რომ ფარული ჩანაწერებით ოპერირება უცხო არ არის არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არც „ქართული ოცნებისთვის“. რაც თავი მახსოვს, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ეს ერთგვარი ბრძოლის იარაღი და მანიპულირების მექანიზმი. აქ მართლაც კომიკური არის ის, რომ გიული ალასანია, რომელიც არ არის პოლიტიკოსი და არის პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის მშობელი, მის ჭორაობას და შეფასებებს იმოწმებს „ქართული ოცნება“, როგორც მტკიცებულებებს. საკმაოდ ცუდად არის „ქართული ოცნების“ საქმე, როდესაც ის წელს ხსნის და მტკიცებულებად მოჰყავს გიული ალასანიას შეფასება.
ამას წინ უძღოდა ნიკა მელიაბ ფარული ჩანაწერი, რის ავთენტურობაზეც მსჯელობას აზრი არ აქვს, ამიტომ შინაარსზე სერიოზულად არ უნდა ვიმსჯელოთ. ამ ჩანაწერში არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰქონდეს ინტერესი იმის გათვალისწინებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. რამდენიმე დღეში კი ვიხილეთ გიული ალასანიას ჩანაწერი და მნიშვნელოვანია თუ სად გავრცელდა და ვინ მოახდინა ამ ჩანაწერების ტირაჟირება. არავისთვის იქნება უცხო რომ ვთქვა, რომ ეს ყველაფერი დაიწყო „რუსთავი 2“-მა და ეს არხი ისეთი რამის ტირაჟირებას არ მოახდენდა, რომ არ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ ინტერესი და შემდეგ ეს გააგრძელა „იმედმა“.
როდესაც გიორგი გახარიაზე მიდგება საქმე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს და ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამას. ამ ორ პარტიას დავარქვით ერთი ჯოხის ორი ბოლო დღევანდელი მდგომარეობით. ერთსაც და მეორესაც ძალიან კარგად ესმის, რომ მათ მესამე არ აწყობთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.