საბავშვო ბაღების გახსნისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმის გამოყენება ვერ მოხდება შესაბამისად მაქსიმალური სიფრთხილის ზომებია საჭირო.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საბავშვო ბაღების გახსნისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს.

შეგახსენებთ, მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებში შესაძლოა სასწავლო წელი შერეული მექანიზმით წარიმართოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც.

 

“კურიერი”