იტალიელმა სამართალდამცველებმა, სულ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ნომერი პირველი ძებნილი დააკავეს – მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
დენარო სიცილიური მაფიის, “კოზა ნოსტრას” ლიდერია. მას 1992 წელს მაფიის მოწინააღმდეგე პროკურორების მკვლელობის საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. ასევე, მას სამუდამო პატიმრობა ელის ფლორენციაში, რომსა და მილანში მომხდარი აფეთქებების საქმის გამო, თავდასხმებს 10 ადამიანი ემსხვერპლა.
2022 წლის სექტემბერში პოლიციამ განაცხადა, რომ მიმალვაში მყოფი დენარო კვლავ გასცემდა მაფიის წევრებისთვის მითითებებს. ის 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბერნარდო პროვეცანო დააკავეს, ითვლებოდა ყველა იტალიური მაფიის “ნათლიმამად”. დენაროს ბოლო ფოტო 90-იანი წლებით თარიღდებოდა და არავინ იცოდა, როგორ გამოიყურება ის ახლა.
მატეო მესინა დენარო სიცილიის დედაქალაქ პალერმოში დააკავეს.