ავღანეთის დედაქალაქში ყოფილი დეპუტატი ქალი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, 32 წლის მურსალ ნაბიზადას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაუხსნეს ცეცხლი. მასთან ერთად დაიღუპა მისი დაცვის ერთ-ერთი წევრიც, ასევე დაიჭრა დაცვის მეორე წევრი და ყოფილი დეპუტატის ძმა.
მურსალ ნაბიზადა ერთადერთი ქალი დეპუტატი იყო, რომელსაც ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შედეგად ქაბული არ დაუტოვებია.