„ნაციონალური მოძრაობა“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის სავარაუდოდ გამოიყენებს ყველა იმ აპრობირებულ მეთოდს, კანონს მიღმა ქცევას, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს შიდაპარტიული არჩევნებისთვის, რადგან მათ ვერასდროს ვერ ექნებათ რესურსი, არჩევნები ჩაატარონ ქვეყნის მასშტაბით.
„ქვეყნის მასშტაბით არჩევნებს ლეგიტიმური ხელისუფლება ატარებს და ლეგიტიმური ხელისუფლება გახლავთ ხალხის მიერ არჩეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამიტომ ეს ადამიანები იმ ხელწერას, რომელიც მათ ახასიათებთ, გამოიყენებენ შიდაპარტიული არჩევნებისთვის, რაც იქნება კიდევ ერთხელ ჩვენთვის, ყველასთვის, ხალხისთვის შეხსენება, რა ხელწერის მატარებლები არიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.