ვიეტნამის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ვიეტნამის პრეზიდენტი, ნგუენ ჩუან ფუკი თანამდებობიდან გადადგა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ის პასუხისმგებლად მიიჩნია მაღალჩინოსანთა მიერ ჩადენილ დარღვევებსა და გადაცდომებზე.

მედია წერს, რომ მის გადადგომასთან დაკავშირებით საუბარი იანვარში დაიწყო, როდესაც მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი ვიცე-პრემიერი.

აღნიშნული პირები ფუკის პრემიერ-მინისტრობის დროს მის დაქვემდებარებაში მუშაობდნენ. პრეზიდენტის პოსტიდან ნგუენ ჩუან ფუკის გათავისუფლებას ახლა საკანონმდებლო ორგანომ უნდა უყაროს კენჭი.