ნიკა მელია – ზუსტად ვიცი, რომ აუდიოჩანაწერი ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ფარული აუდიოჩანაწერი ვანო მერაბიშვილმა გაუვრცელა.
– „დიახ, მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. მეტიც, ახლა ვფიქრობ, რასაც დასაწყისში ვერ ვფიქრობდი, სიმართლე გითხრათ, ლევან ხაბეიშვილი კანდიდატად რომ წარადგინეს, ჩემთვის ამოუხსნელი იყო, ამ მდგომარეობაში რატომ აყენებდნენ ადამიანს, რადგან მისი გამარჯვების თეორიულ შანსსაც ვერ ვხედავდი. ახლა გავაკეთე დასკვნა, ალბათ ამ ბატონს ჰქონდა იმედი, ეგულებოდა ეს ჩანაწერი, იფიქრა, მელიას რა კანდიდატიტაც არ უნდა დავუპირისპირდე, მე ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამას გავავრცელებინებ ვიღაცას. რთულია ბევრისთვის ამაზე საუბარი, ამორალურობაა, ჩემთვის მორალური დაცემის მაგალითია. ვფიქრობ, ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, სინამდვილეში პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს“ – განაცხადა მელიამ.
წყარო: tv7.ge