მაია სანდუ – ჩვენ უნდა დავეხმაროთ უყრაინას გამარჯვებაში

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დაეხმარონ უყრაინას ომში გამარჯვებაში. ამის შესახებ მაია სანდუმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ყველა ჩვენგანი საფრთხეში იქნება“.

„ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიას, ჩვენ გვინდა, რომ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ და ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება. დიახ, ეს რთულია, თუმცა ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ჩვენგანი საფრთხეში იქნება… ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთს უახლოეს მომავალში დემოკრატიულ ქვეყნად, ეს კი ნიშნავს, რომ საფრთხე შენარჩუნებულია“, – განაცხადა სანდუმ.

მან ასევე ისაუბრა მოლდოვის წინაშე არსებულ ენერგეტიკულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ მოლდოვა გამოწვევებს უმკლავდება ევროკავშირისა და პარტნიორებისგან მიღებული უზარმაზარი დახმარების წყალობით.