” ასლან აბაშიძესთან იყავით, პატარკაციშვილთან იყავით და ახლა მიშასთან ხართ. მე და თქვენში ვინც არის მორალისგან დაცლილი, მაყურებელმა განსაჯოს – ასე მიმართა ტვ „აჭარის“ თოქშოუ „თავისუფალი სივრცის” წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ვალერი გელბახიანს.
რაზეც ვალერი გელბახიანმა უპასუხა, რომ ის მაშინ ქართულ საქმეს აკეთებდა, სააკაშვილი კი შეცდომაში იყო შეყვანილი, როდესაც მას რუსეთის აგენტს უწოდებდა.
“არ ვიცი რას აკეთებდით, რუსეთის აგენტს სააკაშვილი გიწოდებდათ და ახლა ჩემს მორალზე საუბრობთ. განმარტება უნდა გააკეთოს მაშინ რომ შეცდომაში იყო შეყვანილი. კონკრეტულ საქმეებზე, გკითხეთ, რაზე გაღიზიანდით? 7 ნოემბერზე გკითხეთ, გკითხეთ იმ საქმეებზე რომელზეც მას ედავებიან და თქვენ აქეთ მორალზე მელაპარაკებით“ – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა. ვალერი გელბახიანის თქმით, ის ადვოკატია, მონაწილეობს სააკაშვილის უფლებების და არა მისი პოლიტიკის დაცვაში.