„სწორედ მისი იმედი ჰქონდა და 72 საათში მართლა აიღებდა , უკრაინას პირველივე წამებიდან , საინფორმაციო ომი ისე რომ არ ეწარმოებინა, როგორც აწარმოა …
ჩვენს დროსაც და მას შემდეგაც, მიუხედავად ამდენი ოპოზიციური მედიისა , საინფორმაციო ომს გვიგებს კრემლი, მითებს ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერაფერს, ან თითქმის ვერაფერს ვუპირისპირებთ ….
დღევანდელ მაგალითზე გეტყვით, რომ არ უნდა დავიზაროთ და სიმართლე ყველას უნდა გავაგებინოთ ყველა ტყუილზე… ამ დილას ნავთლუღის ბაზარში კარტოფილის გამყიდველი( წლებია მისი კლიენტი ვარ) მეუბნება : გუშინ ნახევარ ტრაილერ კარტოფილზე მევაჭრებოდა რუსი, რომელიც აგვისტოში ჩამოვიდა და სამი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გახსნა , მე რუსკი კარაბლის მიმართულებით გავუშვი , თან ისე ხმამაღლა, დანარჩენებს შერცხვათ მიყიდვაო და გიორგი ვაშაძეს ისეთი რა გაუჭირდა, რუსებს სახლი რომ მიაქირავაო…ტყუილიამეთქი , რომც არ ვიცნობდე ვაშაძეს, მაინც არ დავიჯერებდიმეთქი, ახლავე დავურეკავ თქვენს თვალწინ , ხმამაღალზე ჩავრთავ და მოგასმენინებტმეთქი და ისე, ვინ გითხრათ, საიდან მოიტანეთმეთქი და ზარქუამო… გიორგი კი არისმეთქი ჩემი მეგობარი, მაგრამ ნამდვილად ვერ ვაკადრებ ახლა დავურეკო ასეთ მარაზმზე და ზარქუას კომენტარის კომენტირებამოვთხოვომეთქო, როცა იმდენი რამ ვიცი მასზე, რასაც უკრაინელი ოჯახებისთვის აკეთებს, აგერ მოგროვდით ვისაც გაინტერესებთ და მოგიყვებით თუ როგორ ჩამოიყვანა, საკუთარ სახლში აცხოვრა უკრაინელი ორსული, როგორ ამშობიარებინა და ახალშობილთან ერთად რამდენ ხანს უვლიდა, მერე მოგიყვებით დედამისის სახლში , უკრაინელები რომ ჰყავს შეფარებული და არა რუსები, მოგროვდნენ და ერთი კარგი მიტინგი გამომივიდა, ბოლოს ზარქუას დედის ხსენების დღეზე დავსხედით ))) და ხიხოს დედას რომ არ სწყენოდა, ცოტა ისიც მივატრიალ-მოვატრიალეთ)))“
სააკაშვილის მხარდამჭერი მეგი გოცირიძე; სოციალური ქსელი