“საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება” – გოგა ჩანადირი.
ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი საგარეჯოში მომხდარ საზარელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
– “საქართველოში ბევრ ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. ყოფილ სპორტსმენებს, სამხედროებს, თანამდებობიდან წასულებს, მოზარდებსა და ასე შემდეგ. ამის საჭიროება გამძაფრდა კოვიდპანდემიის შემდეგ.
უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო პროგრამები.
მხოლოდ ეს პროგრამებიც ვერ უშველის, თუ საყოველთაოდ არ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური გარემო”.
წყარო: ptn.ge