პოლონეთს შეუძლია Leopard-ის ტანკები უყრაინას გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს, – Sky News-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.
ამასთან, გერმანის მთავრობის მტკიცებით, ოფიციალური მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
გერმანია Leopard-ის მთავარი საბრძოლო ტანკის ექსპორტის ლიცენზიას ფლობს, ამიტომ მან, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ამ ტანკების საზღვარგარეთ გაგზავნა სურთ, ოფიციალური ნებართვა უნდა მისცეს.
პრესსპიკერის კომენტარები მოჰყვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებას, რომ მის ქვეყანას შეუძლია თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.