თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევანს მერაბიშვილზე გააკეთებს, ეს აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ნებსით თუ უნებლიეთ, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. როცა ამხელა პარტიის შიგნით არის განხეთქილება, დაპირისპირება და განსჯა, რომელიც საჯაროდ გამოვიდა. საჯაროდ არ უნდა გამოსულიყო თორემ შეიძლება ეს ყველაფერი შიგნით ყოფილიყო და მოგვარებულიყო. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დაშლა და გაყოფა მოხდეს ამ პარტიის.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიდის თუ არა პოლიტიკური დასასრულისკენ ეს არის დამოკიდებული იმაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ რა არჩევანს გააკეთებს და ვის სასარგებლოდ. ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ თუ გააკეთეს არჩევანი, რა თქმა უნდა, აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. ნიკა მელიას აქვს ერთი დიდი უპირატესობა, ის აბსოლუტურად არ არის დასვრილი და დამძიმებული იმ მძიმე ლაქებისგან და დანაშაულებისგან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და ეს იყო განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.