თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონის ვიზიტი გააუქმა.
თურქეთის თავდაცვის მინისტ ჰულუსი აკარის განცხადებით, ოფიციალური ანკარას უკმაყოფილება სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან დაგეგმილმა აქციამ გამოიწვია, რომლის გამართვის ნებართვა შვედეთის მთავრობამ გასცა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ანტი-თურქული მოძრაობის ლიდერი რასმუს პალუდანია, რომელიც აქციის დრო ყურანის დაწვას აპირებს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრი ანკარაში 27 იანვარს უნდა ჩასულიყო.